1921 წ. ვაკის პარკში დახვრეტილთა მემორიალის დადგმა
ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს
- თითქმის ერთი საუკუნეა გასული საბჭოთა ოკუპაციის შედეგად ადამიანთა მასობრივი დახვრეტის შემდეგ და დადგენილიც არ არის ზუსტი ადგილი, სადაც მოხდა ეს დანაშაული. სავარაუდოდ ვაკის პარკის ტერიტორიაზე 3 ადგილია მიჩნეული მასობრივი დახვრეტის და დასაფლავების ადგილად. აქედან ერთ–ერთი არის დაზუსტებული – დღევანდელი ილიას უნივერსიტეტის მოპირდაპირედ, სადაც სავარაუდოდ დახვრიტეს გენერალი კოტე აფხაზი და მისი 15 თანამებრძოლი და სადაც დიდი ხნის მანძილზე ტუალეტის შენობა იყო განლაგებული!!
ფონდი „თავისუფალი არჩევანი“ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ხელისმოწერით მოვითხოვთ:
- ვაკის პარკში,1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მასობრივი დახვრეტის დადგენილ ადგილზე დაიდგას ამ საზარელი დანაშაულის და ტრაგედიის აღმნიშვნელი მემორიალი.
- მემორიალის არსებობა ქართულ საზოგადოებას საშუალებას მისცემს დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ღირსეულ პატივს მიაგოს დაღუპული გმირების ხსოვნას !!!
Free Choise Contact the author of the petition
Announcement from the administrator of this websiteWe have closed this petition and we have removed signatories' personal information.European Union's General Data Protection Regulation (GDPR) requires a legitimate reason for storing personal information and that the information be stored for the shortest time possible. |