Which passage is false? You can click several sentences in the petition text, and tell us for each what is true. This is optional.
Sentences next to each other are joined into one claim. Click a sentence again to remove it.
აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე გეორგიევსკის ლენტის ტარება!
„გეორგიევსკის ბაფთა“ ანუ „გეორგიევსკის ლენტი“, რომელიც დააწესა რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორემ 1769 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს, იქცა რუსული მილიტარიზმისა და იმპერიალიზმის მარადიულ სიმბოლოდ.
ეს ბაფთა თან ერთვოდა მედლებსა და ორდენებს, რომლებითაც რუსეთის იმპერატორები აჯილდოებდნენ დაპყრობითი ომების წარმოებისას რუს სალდაფონებს.
ბოლშევიკური გადატრიალების შემდგომ ეს ბაფთა კარგახანი იყო აკრძალული და 2005 წლიდან პუტინმა აღადგინა ის რუსულ იმპერიულ ატრიბუტად და გახდა ისეთივე საშიში, როგორც რუსული ხიშტი და ტანკია დღეს.
ყოფილი საბჭოთა იმპერიის თითქმის ყველა რესპუბლიკამ და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი კომუნისტური ბანაკის ქვეყნებმა აკრძალა მისი ხმარება საკუთარ ტერიტორიაზე.
საქართველოს დღევანდელი პრორუსული „ხელისუფლება“ არ რეაგირებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული რუსების ავტომანქანებზე არსებული „გეორგიევსკის ლენტების“ გამო.
მოვითხოვთ, საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს კანონი „გეორგიევსკის ლენტის“ საქართველოს საზღვრებში აკრძალვის შესახებ!