Petitions.com

ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად

Contact the author of the petition

Guest#51 Feb 02, 2013, 11:51
იმხელა ენგური რამდენი ხანია დგას (ღმერთმა ქნას კიდე დიდხანს იდგეს) და მემგონი ჯერ არ წალეკილა სვანეთი. რო არ აეშენებინათ ხო ვიჯდებოდით სიბნელეში (თან ჩემის აზრით მაგ წყალსაცავმა პირიქით გაალამაზა სვანეთის გზა და ბუნება, ვინც არი ნამყოფი მიხვდება). აქ კიდე წყალსაცავსაც არ აშენებენ და რამ უნდა გამოიწვიოს ნალექის მომატება? ღვარცოფების წარმოქმნა და შეჩერება და ამინდის კონტროლი კომპანიებს რო შეეძლოს რაღა გვიჭირს. დავაყენებინებდი 35 გრადუსზე და გავითბობდი ბებერ ძვლებს.
Guest#52 Feb 02, 2013, 12:52

Re: Re: Re: Re:

#49: - Re: Re: Re:

ნამდვილად საქართველოში ვცხოვრობ. და მგონია რომ ყველა ბიზნესი მოგებაზეა ორიენტირებული. ეს ასეა. ყველგან და ყოველთვის. თუ ბიზნესმა თავისი თავი არ განავითარა პირველ რიგში, სხვებს, იქ მომუშავე ადამიანებს და გარემოსაც როგორ განავითარებს?? წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა ქველმოქმედება, ერქმეოდა სხვა სახელი. თუ თვლით, რომ ბიზნესი არის მაგრამ სათავისოდ არაფერი უნდა გააკეთოს, ეს თქვენი აზრია, თუმცა მგონია რომ იმთავითვე არასწორია. საქმე ისაა, რომ  ბიზნესმა თავის საქმეც უნდა აკეთოს და პარალელურად, საზოგადოებასაც უნდა მოუტანოს სარგებელი.
რატომ არ გამოვდივართ და არ ვაპროტესტებთ მაკდონალდსის რესტორნებს საქართველოში. რაც ნამდვილად ვიცით რომ ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას და კლავს ნელ ნელა? ვართ ჩუმად.

This comment has been removed by the person who wrote it.

Guest#54 Feb 02, 2013, 13:12
ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. მათ შეაქვთ ბიუჯეტში ის თანხა, რომელიც მერე სხვა რამეს და ისევ საზოგადოებას ხმარდება. (ყოველ შემთხვევაში უნდა ხმარდებოდეს, და თუ ეს ასე არაა, ეს ბიზნეს სფეროს წარმომადგენლების ბრალი სულაც არაა, სხვაგან უნდა ვეძებოთ დამნაშავე). სულ არ მაქვს ბიზნესი, მაგრამ ვმუშაობ და მეც შემაქვს ფული ბიუჯეტში, რომელიც სხვას ხმარდება და ეს ჩემი აზრით ასეც უნდა იყოს ( ესაა ჩემი წვლილი საზოგადოებისთვის). მეორე ალტერნატივა ისაა რომ განვაცხადოთ ჩემი ნამუშევარი ჩემია მხოლოდ, ან კიდევ არ ვიმუშაოთ. საზოგადოების დაცვა თუ გვინდა, სახელმწიფოებრივად უნდა ვიაზროვნოთ. რა არის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი.
Guest#55 Feb 02, 2013, 13:30
ნამდვილად არ ვემხრობი მოსაზრებას, რომ ჰესების აგებამ შესაძლოა რაღაც უბედურება მოგვიტანოს. მსოფლიოში ყველაზე მაღალი თაღური კაშხალი ენგურჰესია, მაგრამ მისი აგებით არაფერი შეცვლილა, არც სოფლები დატბორილა. იგივე შეიძლება ითქვას ჟინვალჰესზეც
Guest#56 Feb 02, 2013, 13:39

Re:

#55: -

ეს სხვანაირი ჰესებია, კაშხლები რა შუაშია? ენგურზე არაფერი შეცვლილა??? ეს ვინ გითხრათ? ჟინვალზე მაგის თქმა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს

Guest#57 Feb 02, 2013, 13:53

Re: Re:

#56: - Re:

ხო როგორც ვიცი არაკაშხლური ტიპისაა, რაც ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს. ზემოთთქმული მოსაზრება კი ეკუთვნის აკადემიკოსს ალექსანდრე თვალჭრელიძეს. გთავაზობთ სრულ ვარიანტს, რომელიც "კვირის პალიტრაშია" დაბეჭდილი. რა ვქნა, თუ კი მჯერა აკადემიკოსების, ანუ იმ ხალხის რომელიც ერკვევა ამ საკითხებში. ეს მისი საქმეა და მის სიტყვას უფრო მეტი წონა უნდა ქონდეს წესით, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც ენერგეტიკოსებიც კი არ არიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე (საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსი): "ჩემი მოსაზრება ასეთია: საქართველოში პირველად დაიწყო ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ალბათ კარგად გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო, როცა ბუნებრივი რესურსები სათანადოდ არ გამოიყენებოდა. მიმაჩნია, რომ ჰესების აშენება საქართველოსათვის წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი - გამოყენებული უნდა იყოს ალტერნატიული რესურსები, მზისა და ქარის ენერგია. სხვათა შორის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კარგად აქვს შესწავლილი ქარის რესურსები და მალე ალბათ ქვეყანაში ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროებიც ამოქმედდება.
ნამდვილად არ ვემხრობი მოსაზრებას, რომ ჰესების აგებამ შესაძლოა რაღაც უბედურება მოგვიტანოს. მსოფლიოში ყველაზე მაღალი თაღური კაშხალი ენგურჰესია, მაგრამ მისი აგებით არაფერი შეცვლილა, არც სოფლები დატბორილა. იგივე შეიძლება ითქვას ჟინვალჰესზეც(?!). ჩვენ ეს საკითხი თავის დროზე საკმაოდ ღრმად შევისწავლეთ და არ მგონია, ჰესების აგებას რამე ბუნებრივი კატაკლიზმი მოჰყვეს. გაცილებით საშიშია თბოსადგურების აშენება, რომელსაც ძალიან მაღალი სითბური ეფექტი აქვს.
კარგად ვიცნობ ამ პროექტს და მიმაჩნია, რომ ის კომერციული თვალსაზრისითაც მომგებიანია: მოხდება ელექტროენერგიის ექსპორტი, ბიუჯეტი შეივსება და მშპ გაიზრდება. ენერგეტიკა ჩვენთან ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც მისასალმებელია. ეს ძალიან მომგებიანი სფეროა. საბოლოოდ, თუ დაგეგმილი 40 ჰესი აშენდება, ჩვენ შევძლებთ დაახლოებით 5-6 მილიარდი კვტ/სთ ენერგიის გაყიდვას წელიწადში, რაც 500-600 მილიონი დოლარია ყოველწლიურად. დამეთანხმებით, ეს სოლიდური შემოსავალია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის".

კვირის პალიტრა
ხათუნა ჩიგოგიძე

guest#58 Feb 02, 2013, 13:59

Re: Re: Re:

#57: - Re: Re:

გაუნათლებლობა დაღუპავს საქართველოს! ყველაფრის ექსპერტს - თვალჭრელიძეს რომ არ დაუჯეროთ და თავად მოიძიოთ და წიაკითხოთ რამე - არა?!

Guest#59 Feb 02, 2013, 14:00

Re: Re: Re: Re: Re:

#52: - Re: Re: Re: Re:

მე მგონი, როგორ უნდა იყოს კარგად ვიცით ყველამ, მაგრამ არის ასე? ამაშია საქმე. ეგებ გავარკვიოთ ჯერ ეს, ავწონოთ სარგებელი და ზიანი და მერე ვილაპარაკოთ რაიმეზე დარწმუნებით.

"რატომ არ გამოვდივართ და არ ვაპროტესტებთ მაკდონალდსის რესტორნებს საქართველოში" ამ კითხვას თქვენ თავს უსვამთ, თუ ვინმე სხვამ უნდა დაიცვას თქვენი უფლება? სხვათაშორის, მაკდონალდსის  მავნეობაზე ბევრ ქვეყანაში დაობენ და ჯერ-ჯერობით ვერავინ ვერაფერი დაამტკიცა, ისე რომ აკრძალვისთვის მიეღწია. ასე რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ და ისე ვიმსჯელოთ რაღაცეებზე.

 

Guest#60 Feb 02, 2013, 14:05

Re: Re: Re: Re: Re: Re:

#59: - Re: Re: Re: Re: Re:

სწორედ მაგას ვგულისხმობ, რომ კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ. და მხოლოდ სენტიმენტალური შეძახილების გამო არ უნდა მივიღთ გადაწყვეტილება მნიშვნელოვან თემებზე. ის რომ ზიანი ადგება და საგანგაშოა - სწორედ ეს პოზიცია რამით უნდა იყოს გამყარებული, და არა მხოლოდ იმით რომ "მე ასე მიმაჩნია".

Guest#61 Feb 02, 2013, 14:06

Re: Re: Re:

#57: - Re: Re:

ოო, სიტყვის საწონ სასწორზე თვალჭრელიძეს ვინ აჯობებს;) და თვქენი აზრი არ გაგაჩნიათ? ჟინვალის გამო არაფერი დაძირულა? სად ცხოვრობთ ხალხო??????

Guest#62 Feb 02, 2013, 14:12

Re: Re: Re: Re:

#58: Guest - Re: Re: Re:

არ უნდა ვუარყოთ ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი აკადემიკოსია. შესაბამისად გარკვეული ცოდნა მაინც აქვს ამ საკითხებზე თუ მეტი არა. ამ მოსაზრებაში ის ჰესებზე საუბრობს, ასევე ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზეც გამოთქვამს თავის მოსაზრებას. რაც შეეხება ყველაფრის ექსპერტობას, ეს ამ ადამიანის მისამართით ნამდვილად არ უნდა იყოს გამოთქმული. არამედ იმ ხალხის მისამართით რომელიც ამ საქმის სპეციალისტი არაა და ისე ავრცელებს ინფორმაციას

Guest#63 Feb 02, 2013, 14:15

Re: Re: Re: Re: Re:

#62: - Re: Re: Re: Re:

თვალჭრელიძე ენერგეტიკოსია ან ჰიდროლოგი, დარწმუნებული ხართ? თუ აკადემიკოსობა უკვე ენერგეტიკოსობას ნიშნავს?

Guest#64 Feb 02, 2013, 14:15
და გესების მავნებლობა დაამტკიცეს ისე რო აკრძალეს?
Guest#65 Feb 02, 2013, 14:18

Re:

#64: -

ვინმემ აკრძალა?

Guest#66 Feb 02, 2013, 14:19
ხოდა მეც მაგას ვკიტხულობ მაკდონალდზე რო წერენ არავის დაუმტკიცებია მაგის მავნებლობაო.
guest#67 Feb 02, 2013, 14:22

Re:

#64: -

და ამ მიმართვაში სად ხედავთ, რომ ვინმე ჰესების წინააღმდეგია, ზოგადად?

ირაკლი მ.#68 Feb 02, 2013, 14:22

Re:

#18: kakha alibegashvili -

არც მთლად მასეა საქმე, კახა :) ჩადებული ფინანსები ინვესტორის ფინანსური რისკია, ან გამოუვა ან არა, ბიზნესი ეგაა. თან როგორც ვიცი, ეს ჰესი 20 წლიანია

Guest#69 Feb 02, 2013, 14:24
ბოდიშით მაშინ არა სწორად გამომიტანია აზრი თქვენი ნაწერიდან.
Guest#70 Feb 02, 2013, 14:24
პეტიციის შინაარსი წაიკითხეთ ხალხო!!! სათაურით ნუ მსჯელობთ. მოკლეა, დიდი დრო არ დაგჭირდებათ
Guest#71 Feb 02, 2013, 14:26
თვალჭრელიძე ამბობს, ჟინვალჰესის აგებით სოფლები არ დატბორილაო :) მაგარი ექსპეტიზაა, აკადემიური
Guest#72 Feb 02, 2013, 14:27
ნათია თურნავა (ენერგეტიკის ექსპერტი): "პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჰიდროენერგია საქართველოში არის ძალიან იაფი ენერგიის წყარო, რადგან ის დამოკიდებულია არა იმპორტულ გაზზე ან ძვირად ღირებულ რესურსზე, არამედ ბუნების საჩუქარზე - წყალზე. ჯერჯერობით ამ რესურსის მხოლოდ 10%-ია ათვისებული და ინვესტორებიც სწორედ წყლის რესურსით ინტერესდებიან.
კახა#73 Feb 02, 2013, 14:29
თვალჭრელიძე არ ვიცი ვინაა. ვიცი ის რომ დარიალი ერთადერთი ამერიკული ინვესტიციაა საქართველოში, რომელიც ჩვენ მოგვცემს სარგებელს. აბა ის გვინდა რომ თერგი რუსებმა გამოიყენონ და მერე მისგან მიღებული ენერგია ჩვენ ვიყიდოთ უფრო ძვირად?:)
ირაკლი მ.#74 Feb 02, 2013, 14:30
ნათია თურნავა დამოუკიდებელი ექსპერტია, თუ დაინტერესებული მხარე, ინვესტორი? :)რაის ენერგეტიკის ექსპერტია?
Guest#75 Feb 02, 2013, 14:31
მე მგონი დარიალენერჯიმ პრარაბი სულხანი მშენებლობიდან მოხსნა და პეტიციაზე კომენტირება ჩააბარა :)