სიცოცხლის გადარჩენის ალტერნატიული გზა
Contact the author of the petition
Re:
ელენე,
რატომ ხართ ასე კრიტიკულად კი არა, აგრესიულად განწყობილი?
ერთხელ დავწერე და კიდევ გავიმეორებ: მივიღებთ ყველა არგუმენტირებულ შენიშვნას, მაგრამ არა ბოღმას და აგრესიას.
ისიც აღვნიშნე, რომ ეს იდეა ჯერ უმწიფარია და ბევრ ჩარევას საჭიროებს სწორედ სპეციალისტების მხრიდან. რახან ჯანდაცვის სფეროში არ ვმოღვაწეობ, უფლება აღარ მაქვს, საკუთარი აზრი ჩამოვიყალიბო და გავახმოვანო?
ხელის მოწერა-არმოწერა თქვენი უფლებაა და არავინ გართმევთ.
ბოღმა და აგრესია კი სხვაგან ანთხიეთ.
როდესაც იდეა უმწიფარი კი არა ძირეულად მცდარია და ამ საკუთარ მცდარ აზრს პეტიციის სახით ახმოვანებთ და სხვა სფეროში ჩაუხედავ ადამიანებს ახვევთ თავს აგრესიის გარდა სხვა გზას არ ტოვებთ....ჯობდა ისევ ლარი გადაგერიცხათ
ზუსტად ასეთი ადვოკატირებებით მივედით იქ სადაც ვართ, როდესაც ადამიანები ერთი პწკარის წაკითხვის გარეშე ახმოვანებენ თავიანთ იდეებს იმ სფეროში რომელსაც არ იცნობენ და შემდეგ გაუაზრებელ ტალღებს აგორებენ...
ბოხმა და აგრესია რომელ პოსტში უფრო იგრძნობა ეს სადაო საკითხია:)
დიახ, ჩვენ არ ვართ იურისტები, არც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. ვართ საზოგადოების წევრები, ისევე როგორც თქვენ. ჩვენ თუ არა, ხვალ ვინმე სხვა განახორციელებდა ამ იდეას და ჩვენ შევუერთდებოდით მას. არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, რომელი ორგანიზაცია თუ ჯგუფი იქნებოდა პეტიციის ორგანიზატორი. პეტიციის ორგანიზატორობა ჯერ არაფერს ნიშნავს. ამით მხოლოდ გვინდა, საზოგადოების მოთხოვნა გამოვხატოთ, (მათი, ვინც შეუერთდება, რასაკვირველია), რომ ყველა გაჭირვებულ ადამიანს "like"-ით და ერთი ზარით ვერ დავეხმარებით და რაღაც სისტემურის მოფიქრებაა საჭირო.
შესაძლებელია, პროცესის მსვლელობაში საერთოდ შეიცვალოს იდეა, სხვა მიმართულება მიიღოს და უფრო განხორციელებადი და რენტაბელური გახდეს, რასაც მხოლოდ მივესალმებით.
ამ პეტიციით გვინდა:
საზოგადოების მოთხოვნა გადავცეთ ხელისუფალთ, რომ შეიცვალოს და დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა, რათა შესაძლებელი გახდეს საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
რომ ბიზნესს ჰქონდეს (გარკვეულ, გონივრულ ფარგლებში) თავისუფლება, მოგების გადასახადი მთლიანად ბიუჯეტში ჩარიცხოს თუ ფონდებს გადაურიცხოს;
რომ გაჭირვებულმა ადამიანებმა იცოდნენ კონკრეტული მისამართი, რომელსაც მიმართავენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება (ფონდი მთლიანად დააფინანსებს თუ ნაწილობრივ, ვის და რას დააფინანსებს, შემდგომი კამათის საკითხებია).
ჩვენ გვინდა, გავცდეთ ერთჯერად მოქმედებას და პრობლემის სისტემურად გადაწყვეტაზე ვიფიქროთ.
უცხოეთში გამგზავრებას კი ალბათ მეტად არავინ დაგიფინანსებთ, რადგან ეს ისეთივე კატასტროფა იქნება ქართული მედიცინისთვის როგორც ნაჩუქარი მეორადი ტანსაცმელი აფრიკის სამკერვალო ფაბრიკებისთვის...
Re:
Re:
ახლა შემოსული ხართ კომენტარების ბლოკში. გადადით პირველივე ბლოკში: Sign the Petition. ტექსტის ბოლოს შესავსებია ველები - სახელი, გვარი, ქალაქი, ელ.ფოსტა. და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ხელი: sign this petition
Re:
ვეთანხმები... ჯანდაცვის მაგისტრი არ ვარ, მაგრამ ასეთი პეტიციის დასაწერად მეტი დრო, რესურსი და დაფიქრებაა საჭირო. მხოლოდ ემოციებით საქმე არ კეთდება.
Please sign!
Re: Re: გიორგი
ასეთი პეტიციის (მოთხოვნის) დასაწერად საჭიროა მხოლოდ გულისტკივილი ადამიანების მიმართ, კომპიუტერი და ტექსტის ჩამოყალიბება.
რით ვერ გაიგეთ ხალხო, ჩვენ არ ვართ ექსპერტები ჯანდაცვის საკითხებში, არც იურისტები, არც რომელიმე გრანტიჭამია ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ისეთივე ადამიანები, როგორიც თქვენ! არც დასაქამებას ვითხოვთ მომავალში (თუ შევძელით და მივაღწიეთ ამ მთხოვნის გატანას), არც იდეისთვის ვითხოვთ ვინმესგან ფულს და მითუმეტეს არც დაფინანსება გვინდა!
ამ წუთას საკითხი დგას მხოლოდ ერთი - მივაღწიოთ საჭირო რაოდენობის ხმებს!
ახლა გარჩევა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ფონდი, წესდება როგორი უნდა ჰქონდეს, ვინ უნდა მართოს, რა დონეზე უნდა იყოს გამჭვირვალე და ა.შ არის აბსურდი! ჯერ ხმების მოგროვებაა საჭირო, რომ წამოიწყოს ამ საკითხზე მსჯელობა და მერე ვიდავოთ იმაზე როგორ უნდა განხორციელდეს ტექნიკურად!
შეუძლებელია გაუძლო ამდენი სასოწარკვეთილი ადამიანის გოდებას და ვედრებას გავიღოთ თითო ლარი. ვინც ამას ვერ ახერხებს, ის განწირული რჩება.
აამუშავეთ დაზღვევა, სახელმწიფო პროგრამა ან ფონდი,
imedia chveni xma ar darcheba xmad mgagadeblisa udabnosa shina...
This comment has been removed by the author of the petition.
This comment has been removed by the author of the petition.
| This discussion has been closed. |
კარგია რომ საზოგადოება ნელნელა ერთვება ჯანდაცვის საკითხებში. გეთანხმებით რომ სანამ ბიზნესი იგრძნობს ასეთი კლინიკის რენტაბელობას შეიძლება ბევრი დრო გავიდეს მითუმეტეს რომ ბევრი ქართველი გადახდისუუნაროა დღეს, მაგრამ სავარაუდოდ არცერთი ავტორი არც ექიმი ბრძანდებით და არც ჯანდაცვის ექსპერტი რადგან სხვა შემთხვევაში გეცოდინებოდათ რომ ასეთი კლინიკის ამუშავებას მინიმუმ 10 წელი მაინც დასჭირდება. თქვენ იცით როგორ ირჩევენ პროსტატის სიმსივნის საოპერაციოდ ქირურგს? მის მიერ ჩატარებული ოპერციების რაოდენობა მინიმუმ 100ეულები და ხშირად 1000ზე მეტი უნდა იყოს...და სად ნახავთ მსგავს სპეციალისტს საქართველოში ან კიდევ რამდენი ხანი დაჭირდება მის დახელოვნებას უცხოეთში. როდესაც ჩამოვა (თუ ჩამოვა) რა ხელფასს მოითხოვს და როგორ აისახება ეს ყოველი მოქალაქის გადასახადზე (ფონდი და კლინიკაც ხომ ჩვენი გადასახადებიდან ფინანსდება, ხომ არ გაქვთ ილუზია რომ ის უფასოა..."უფასო" ინტერნეტივით?). როგორ უნდა შეინარჩუნონ მათ თავიანთი პროფესიონალიზმი თუ შესაბამისი რაოდენობის პაციენტები არ ეყოლებათ და როგორ მოიპოვებენ ისინი საქართველოს მოქალაქეების ნდობას...ყველაზე ხშირად ხომ სწორედ ისეთ ოპერაციებზე მიდიან უცხოეთში რომლებიც დღესაც ბევრად იაფად შეიძლება აქ გაკეთდეს მაგრამ ეშინიათ....
გიფიქრიათ იმაზე თუ ვის მოემსახურება ერთი კლინიკა თუ მოთხოვნა ბევრად მეტი იქნა ვიდრე მისი რესურსები? როგორ შედგება პაციენტების სიები....რამდენად დაზღვეულები ვიქნებით კორუფციისგან?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია რომელზეც როგორც მინიმუმ ვინმე დარგის ექპერტთან კონსულტაციები უნდა გაგევლოთ...და ისიც რომ თქვენ არ ფლობთ ინფორმაციას რომ ბავშვები, სტუდენტები, პენსიონრები და უმწეოები დაფარული არიან საკმაოდ სრული (თუმცა მე როგორც ჯანდაცვის მაგისტრს ბევრი შენიშვნა მაქვს) სადაზღვევო პაკეტით, ძალიან ცუდ ტონად გასდევს თქვენს პეტიციას...
ეს უფრო გავს ნამდვილ ქართულ ადვოკატირების პროცესს როდესაც უბრალოდ ადამიანები რომელთაც აღარ უნდათ რომ ლარი გადარიცხონ დასხდნენ და "რაღაც" მოიფიქრეს....როდეაც საბოლოოდ არ აქვს მნიშვნელობა რა გაკეთდება,იქნება თუ არა ის რაც უნდა იყოს და იქნება თუ არა ის თვითმყოფადი როდესაც ყოვლისშემძლე ბიძინა რომლის ყურამდეც სავარაუდოდ გინდათ რომ ეს პეტიცია მივიდეს (და ფარულად ალბათ ყველა ხელისმომწერს ჰგონია რომ სწორედ ის დააფინანსებს ყველაფერს და არა ჩვენ საქართველოს მოსახლეობა) აღარ იქნება ასე აქტიურად ჩართული საქართველოს ყოველდღიურობაში...
ვისურვებდი რომ უფრო გააზრებულად გაგეკეთებინათ ეს მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე, მოგეძიათ მართლაც ალტერნატიული გზები....დაგეწყოთ სწორად, იმიტომ რომ ყველა ჯანდაცვის ექპერტმა იცის ხარისხის ფორმულა:თუ საქმეს პირველივე ჯერზე სწორად გააკეთებ საბოლოოდ ყველაზე იაფად გამოხვალ....დახარჯეთ დრო, იკითხეთ აზრი, იკითხეთ ბევრი, გაეცანით იმ სფეროს რომელმაც აგაღელვათ და ერთად მოვიფიქროთ უკეთესი ალტერნატივა...
დიდი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს ქართული კატასტროფული ჯანდაცვის გამოსწორებისკენ მიმართულ ყველა მცდელობას...მაგრამ ეს ის ნამდვილად არ არის!