Petitions.com

მოთხოვნა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის საფასურის შემცირების შესახებ საქართველოში

G Guga Lipartia · GE

საქართველოს მთავრობას, შსს-სა და შესაბამის უწყებებს,

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი მოქალაქეები, გამოვხატავთ დიდ შეშფოთებას მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მაღალი ღირებულების გამო.

ამჟამად, პრაქტიკული გამოცდის დაგეგმილი დროის ფასი არის 90 ლარი, ხოლო არაგეგმიური გამოცდის ფასი 250 ლარი, რაც სერიოზულ ფინანსურ ტვირთს აკისრებს ჩვენს თანამოქალაქეებს. ბევრ ახალგაზრდასა და იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს სჭირდება სამსახურისთვის ან ყოველდღიური გადაადგილებისთვის, აღნიშნული ღირებულება პრაქტიკულად მიუწვდომელია.

ვფიქრობთ, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მისაღებ ფასად მიიღოს განათლება და ჩააბაროს გამოცდა, რათა არ შეიზღუდოს შრომითი ბაზარზე დასაქმების ან თავისუფლად გადაადგილების უფლება.

ამიტომ, მოვითხოვთ:

  1. მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის საფასურის გადახედვას და შემცირებას, რათა ის ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობის უფრო ფართო ფენისთვის;

  2. განსაკუთრებით — არაგეგმიური გამოცდის საფასურის გადახედვას, რომელიც 250 ლარია და მნიშვნელოვნად აჭარბებს საშუალო მოქალაქის ფინანსურ შესაძლებლობებს

გვსურს, სახელმწიფომ გაითვალისწინოს მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა და უზრუნველყოფოს თანაბარი პირობები იმ ადამიანებისთვის, ვისაც მართვის მოწმობა დასაქმებისთვის, ოჯახისთვის ან პირადი მიზნებისთვის სჭირდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი ხმა და გადადგათ შესაბამისი ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად.

Share this petition

Help this petition get more signatures.

Paste the link into a message and send it to friends who might sign.

Scan to sign

Show this code to a friend: they point their phone camera at it and can sign right away.




Paid advertising

Petitions.com will advertise this petition to 6,000 people.

Learn more...

Choose your budget
Payment method
PayPalGoogle PayApple PayCredit Card

Choose a payment method to continue.